6 000 + ლარი (ნეტო) + საბონუსე სისტემა
Обязанности:
- ჩაბარებულ ქვეყნებში ბიზნეს გეგმებისა და კონკრეტული KPI - მაჩვენებლების საფუძველზე, გაყიდვებისა და თანმხლები პროცესების განხორციელება, კოორდინაცია და შედეგების მონიტორინგი
- სამიზნე ბაზრების, კონკურენტების, ფასების, გაყიდვის არხებისა და მომხმარებლის ტენდენციების კვლევა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადება
- პოტენციური პარტნიორების მოძიება, პირველადი შეფასება, ბიზნეს გეგმების შემუშავება და განხორციელება
- ახალ ბაზრებზე ბრენდისა და პროდუქციის გაშვების პროცესების კოორდინაცია მარკეტინგის, ლოჯისტიკის, იურიდიულ და სხვა შესაბამის გუნდებთან
- შეთანხმებული გაყიდვების, ბაზრის დაფარვისა და პარტნიორული აქტივობების მაჩვენებლების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება
- კომპანიის წარმოდგენა შეხვედრებსა და B2B ღონისძიებებზე და საქმიანი ვიზიტები სამიზნე ქვეყნებში
- კომპანიის პორტფოლიოს განვითარების მიზნით, ახალი პოტენციური ბრენდების მოძიება, მოლაპარაკებების განხორციელება და ბიზნეს გეგმების შემუშავება
Требования:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით
- ბიზნესის განვითარების, B2B გაყიდვების, დისტრიბუციის, Retail-ის ან ბრენდის განვითარების მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
- Beauty, Cosmetics, FMCG, Premium Retail ან საერთაშორისო ბრენდების დისტრიბუციის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე; რუსული ან სამიზნე ბაზრების რომელიმე ადგილობრივი ენა ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე
- პარტნიორებთან და საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება
- პროექტების კოორდინაციის უნარი და გამოცდილება
Мы предлагаем:
- კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევასა და დამატებით ბენეფიტებს
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- საერთაშორისო ბრენდებთან და პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას
- რეგიონული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას
- საერთაშორისო საქმიან ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს
Контакты:
vacancy@loccitane.ge
CONTACTS: